თბილისის საკრებულოში ოპოზიციის და მერიის მაღალჩინოსნების შეხვედრა დასრულდა

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატების ერთერთი საუბრო თემა, ის კომპანია იყო რომელსაც თბილისში ავარიული სახლების გამაგრების ვალდებულება აქვს აღებული და მას ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარი ჩაერიცხა. წარმოდგენლი დოკუმენტების მიხედვით, ეს არის კომპანია „დავსი“, რომელიც არის რუსეთში დაფუძნებული კომპანიის ფილიალი საქართველოში.

“ეს კომპანია დავსი იძახდა, რომ იყო დედაკომანიის ფილიალი საქართველში და თვითონ ის კომპანია, იძახდა, რომ იყო სხვა კომპანიის ქვეკონტრაქტორი შპს „სატელიტისო“. ასევე ამბობდა, რომ ქონდა მიღებული კონტრაკტები ქალაქ სამარაში, ლენინის რაიონში. და აი ამ საბუთების საფუძველზე ეს კომპანია ამაგრებს ავარიულ კორპუსებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს განცხადებით, მას ამასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო მოხსნაზე ფრანგ მინისტრს უპასუხა
შემდეგი სტატიალანჩხუთში მატარებელმა 55 წლის მამაკაცი გაიტანა