თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს

ნიკა მელია

თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ხუთი მანდატი აიღო. პარტიული სიის სათავეშია ნიკა მელია, რომელიც იმავდროულად, პარლამენტის წევრია.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” მელია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მელია საკრებულოში რიგით წევრად არ შევა და პარლამენტში დარჩება, მას სიით ადგილმონაცვლე მარიკა დათუკიშვილი შეცვლის.

ამასთან დაკავშირებით ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ დღეს გაირკვევა როგორც მერის მეორე ტურებში მონაწილეობის, ასევე მელიას საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებული საკითხი.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში სააკაშვილისა და ჯანაშიას საქმის განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაკახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე კონსულტაციები გვქონდა, თუმცა მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა