თბილისის საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით სხდომას აღარ გამართავს. საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრუბულასთან “სამოქალაქო მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ, გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ მის გადადგომას.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ „იდიოტებს“ უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო