17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართეს

თბილისის საკრებულოში ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის, საკრებულოს თავმჯდომარეს და კომისიებს ოფიციალურად წერილობით მიმართეს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათ საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომის შემდეგ მიმართეს.

„ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა ნაციონალური მოძრაობა და შეუერთდა გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს. შესაბამისად ახალი სახით ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობა. ახალი შემადგენლობით და ნაციონალური მოძრაობა საკრებულოშიც და საქართველოსიც ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად და ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად ვიქნებით ყველაზე აქტიურები კვლავ და კვლავ და გვექნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით კი ისინი ენმ-სთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

“ჩვენ კოლეგიალურად და ურთიერთ შეთანხმებით გვექნება ერთი მიზანი და ეს მიზანი იქნება ბრძოლა უკეთესი თბილისისათვის, ბრძოლა იმ უნიათო მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც ნარმანია და მისი გუნდი ახორციელებს,”-აცხდადებს ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ,,მაგნოლიას” გადატანისას გამოწვეული ინციდენტის გამო, მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატია(video) წულუკიანი ქმართან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა