33.2 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

თბილისის საკრებულოს წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს. ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თოშხუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე თოშხუას აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა ხელში.

ცნობისთვის, თოშხუა იმავე მიზეზით 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: ერთი ვერსიაა, რომ მამუკა მდინარაძეს დაევალა, იყოს რეგიონების სუს-ი
შემდეგი სტატიამერაბ ლომინაძე: ელექტროენერგიის გათიშვები შესაძლოა, გენერაციის მასშტაბურ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს