თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

საკრებულოს შემადგელობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ 29 დეპუტატით წარმოადგენს, დანარჩენი 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდანაა. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 პარტია „საქართველოსთვის“, 2 „ლელოდან“, ერთი კი ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიაბუაძე – ოპოზიცია საკრებულოში თანამდებობებისთვის არ მოდის, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება