თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” თამარ ცინცაბაძემ დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი თამარ ცინცაბაძე ადასტურებს, რომ “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა.

“ვადასტურებ, რომ გავემიჯნე პარტიას, სხვადასხვა მიზეზები არსებობს, რის გამოც მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, რაზეც არ ვაპირებ, რომ ეხლა შევაჩერო ჩვენი მოსახლეობის ყურადღება. მინდა, წარმატება ვუსურვო პარტიას, ყველა ჩემ თანამებრძოლს, რომლებთან ერთადაც ძალიან რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი”, – განაცხადა ცინცაბაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

პარტია დატოვა “დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ზაზა ვეკუამ, ასევე შალვა ოგბაიძემ.

“ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ამ დარჩენილ 13 თვეში რას გავაკეთებ ჩემი ამომრჩევლისთვის. მე მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა. მე ვიქნები პარტიაში თუ არ ვიქნები პარტიაში, დამერწმუნეთ ჩემი ამომრჩევლებისთვის ეს არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა შალვა ოგბაიძემ.

“დემოკრატიულ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ პარტიის წევრებს საარჩევნო სიის შედგენისას ნერვებმა უმტყუნათ.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თბილისში ძაღლებს ასეირნებს, ამასობაში სხდომაა ჩანიშნული”
შემდეგი სტატიაბათუმში ახალ ბულვართან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა