თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას აგრძელებს

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპანია „კრუიზის“ წარმომადგენლებმა გადასცეს. წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები, სურსათს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) გადასცემენ. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ კერძო სექტორს კამპანიაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნობათი 500-მდე ოჯახს დაურიგდება.
„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას. კომპანია „კრუიზმა“ დღეს 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათი მოგვიტანა. მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორი სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში, ჩვენს თანამოქალაქეებს ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, სოციალურად დაუცველი ოჯახების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია და თბილისის საკრებულო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, „კოვიდ 19“-თან ბრძოლის პერიოდში, თბილისის საკრებულომ დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე აიღო პასუხისმგებლობა და პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
“გვიხარია, რომ ბიზნეს სექტორი კვლავ აქტიურადაა ჩართული თბილისის საკრებულოს მიერ წამოწყებულ კამპანიაში და სწორედ მათი დახმარებით სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ, საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ვურიგებთ. დღეს, საკრებულოს უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები კომპანია „კრუიზის“ მიერ მოწოდებული პროდუქტებს თავიანთ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ “-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე კორონავირუსის პანდემიაზე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია