თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბნები დაიხურა. აკადემიური საბჭოს არჩევნები ზუსტად 10 საათზე დაიწყო და დღის განმავლობაში ამომრჩეველთა 75%-ანი აქტივობა დაფიქსირდა. ხმების დათვლის პროცედურა დაწყებულია, საბჭოს 14 ახალი წევრის ვინაობა კი დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.
არჩევნებში მონაწილეობას 33 კანდიდატმა მიიღო,ხმის მიცემის უფლება კი 726 აკადემიურ პერსონალსა და 65 სტუდენტს ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმებულ ათ სამედიცინო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა