თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი სახელწმიფოს უსასყიდლოდ გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა VII კორპუსი სახელწმიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ამ ინფორმაციას თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი ადასტურებს.

ოქმის მიხედვით, აღნიშნული კორპუსის დათმობის სანაცვლოდ, სახელმწიფო სამომავლოდ უზრუნველყოფს უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობას.

ცნობილია, რომ ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება 13 ნოემბერს გაფორმდა.

ცნობისთვის, თსუ-ის VII კორპუსი (8 385 კვ.მ.) ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაში“ევროპისთვის ამერიკული მშვიდობის ათწლეულები დასრულდა” – გერმანიის კანცლერი
შემდეგი სტატია“თუ უკრაინა დაეცემა, ომი არ შეჩერდება” – გერმანიის კანცლერი მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს?!