თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან – განცხადება მათ ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს და ფიცი დადეს. მოგვიანებით, ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

“ჩვენ უარს ვამბობთ ლექციებზე დასწრებაზე და ხვალიდან, ორშაბათიდან ვაცხადებთ გაფიცვას. ჩვენ, როგორც ყოველთვის, თეთრი ხალათებით ვიდგებით რუსთაველის გამზირზე თქვენ შორის, რათა თქვენთან ერთად დავიცვათ ქვეყნის ღირებულება, ღირსება, მომავალი, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ჩვენ, მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს ფიცამდე მისასვლელ ყველა გზას, ამიტომ, დღეს, თსსუ-ს სტუდენტები თქვენს წინაშე, ჩვენი ქვეყნის, თანამემამულეების, მებრძოლების წინაშე ვდებთ ფიცს:

ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას, ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავთ, რომ სიცოხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს. ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მჯიღად ენას, მამულს, სარწმუოებასა და ერთობას. ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს, ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში. ვფიცავთ! – ამბობენ სტუდენტები.

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირი გადაიკეტა