თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“ -აცხადებენ სააგენტოში.








