თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2020 ონლაინ სივრცეში გაიმართება

15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ შეძლებს.

15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.

პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია:

ვებ გვერდზე –  https://tbilisiinternational.com

FACEBOOK გვერდზე – https://www.facebook.com/TbilisiInternational

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოავლინა