თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ქალი

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 51 წლის ქალბატონი.

მას პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 67 აბი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაში+18 რუსი ტურისტები რიწის ტბაში შარდვას სელფით იღებენ
შემდეგი სტატია“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მაინც ხელისუფლება არანაირ შეცდომას არ დაუშვებს