თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ 1,800 000 გადააჭარბა.

ახალი ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება.

ტერმინალის ფართობი 12 000კვ. მ. იქნება, მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის დღევანდელ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოს საკითხს დღეს აღარ განიხილავენ