თბილისის საბავშვო ბაღები მცენარეული ცხიმების შემცველი რძის პროდუქტების მარაგდებოდა – შპს ნილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

კომპანია შპს “ნილი” მორიგ სკანდალში გაეხვა. მიზეზი კი ბაღების მომარაგებაში აღმოჩენილი დარღვევებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი – რძის ფხვნილი.

თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი დღეს არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველისა, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.

ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შპს “ნილს” ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.

საბავშვო ბაღების კვებაზე სრული პასუხისმგებლობა შპს “ნილს” აკისრია, რომელიც თავის მხრიდან აფორმებს ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ბაღების მომარაგებას ახდენენ.

ბაღების მართვის სააგენტომ კი სეს-ის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუწყდეს ბაღებს რძის პროდუქტების მიწოდება, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მომმარაგებელი კომპანია კი ბრალდებებს უარყოფს.

banner
წინა სტატიაში“დამპალი ლიბერალები მტრების დამქაშები“ – კანდელაკმა პარლამენტის სესიაზე Правда-ს 1936 წლის ნომერი წარადგინა
შემდეგი სტატიაკანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა – თბილისის მერი ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობ