თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო, – ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.
ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
ამასთან, არდადეგები გახანგრძლივდა საჯარო სკოლებშიც. „მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით”, – განაცხადეს სამინისტროში.