თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა 6 დეკემბერს დაიწყება

თბილისის სააპელაციო სადამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა იწყება. სხდომა 6 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ავრცელებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლება აღუკვეთა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 5 სექტემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია