თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ 5 წლის ვადით ირაკლი შენგელია დანიშნეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 ივლისს, ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. ის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ის მანამდე ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით იყო.

მისივე თქმით, დღის წესრიგში კონკრეტულად არაფერი ეწერა ამ საკითხის თაობაზე. ირაკლი შენგელიამ დღეს “მთავარი არხის” კითხვებს თავი მოუცლელობის მიზეზით აარიდა.

“დაკავებული ვარ ეხლა რა, სხვა დროს”, – თქვა მან.

ჯანეზაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შენგელია მიხეილ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი იყო წლების განმავლობაში და სამწუხაროდა, რომ დღესაც სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებასა და ძალაუფლების გამყარებაზე ზრუნავს.

banner
წინა სტატიაშიევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის დღევანდელ განცხადებაში უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა