თბილისის სააპელაციო სასამართლომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, სააპელაციო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია, ხოლო ახალი გარემოებები და მტკიცებულებები კი საჩივარში არ არის.

“სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე.

დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე” – წერს ნონა ქურდოვანიძე

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში გუშინ, 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 000-3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაალექსანდრ სირსკი – კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მონაკვეთზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს