თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საქმე განსახილველად კვლავ მიგრაციის დეპარტამენტს გადასცა.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, საკითხი განსახილველად სავალდებულო მითითებების გათვალისწინებით მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.

„პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მიგრაციის დეპარტამენტის უარი ბოკარევისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მისცა სავალდებულო მითითებები. არსებობს სავალდებულო მითითებები, რა უნდა გააკეთოს დეპარტამენტმა განსხვავებით იმ შემთხვევისგან, რომელიც უკვე ჰქონდა. საუბარია იმაზე, რომ აუცილებლათ უნდა იქნას განხილული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელიც ბოკარევმა წარადგინა“, – განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

სააპელაციო სასამართლოში ასევე “ევროპული საქართველოს” წევრები იმყოფებოდნენ. გიორგი კანდელაკის თქმით, სასამრთლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან დროის გაწელვის სტრატეგიაა.

“თუ კითხვა არის, უნდა თუ არა “ოცნების” მთავრობას ამ ადამიანის გადაცემა პუტინის რეჟიმისთვის, რა თქმა უნდა, უნდა. ჩვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, საერთაშორისო წნეხიც მაღალი იყო. წინასაარჩევნოდ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი თემა საქართველოში, ამიტომ დროის გაწელვის სტრატეგია აირჩიეს და ხელახლა წრეზე წავიდნენ. მთავარი ის არის, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც ძალიან უნდა, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც მოდის ოკუპანტი ქვეყნიდან, პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გადაცემის შესახებ, უნდა დააკმაყოფილოს ყოველთვის ეს მოთხოვნა. უკვე 50 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გადაცემულია რუსეთისთვის“, – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს
შემდეგი სტატიაIDFI-ში ვარაუდობენ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული მასალები 2014-2021 წლების ჩანაწერებს მოიცავს