თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ძალაში დატოვა ცესკოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილება. კერძოდ, „რესპუბლიკური პარტია“ ითხოვდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც საარჩევნო კომისიამ 2 საარჩევნო სუბიექტს ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი დღეს მხარეებს გააცნო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახებს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატია,,მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროცესიდან არავითარი პირადი ინტერესები არ გამაჩნია”