თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდ.არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში ომის შესაწყვეტად ჩინეთს რუსეთზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე – ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ ხელისუფლებას არ ეჩქარება და არ თვლის, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვკარგავთ – ეს არის ძალიან საგანგაშო