თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამართლებულ ასლან ბეჟანიძის მიმართ, ძალაში დატოვა.

დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. საქმე გამოძიებამ 12 წლის შემდეგ გახსნა და 2016 წლის 26 მარტს ასლან ბეჯანიძე დააკავეს. 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიკანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს
შემდეგი სტატიანოდარ მელაძე : „წყაროს დასახელების ვალდებულება არ გვაქვს“