თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, კაჭარავას, ხევძმარის და გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებზე.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის აბონენტებსაც.

დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ევდოშვილის ქუჩასაც.

ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართის, ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და მნათობის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 11:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ტიციან ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის ქუჩებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება ილია ჭავჭავაძის გამზირზეც.

საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონში, კონსტანტინე კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ბერბუკის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება პეკინის გამზირზე (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირზე (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩებზე. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება შარტავას ქუჩასაც.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ამილახვარის ქუჩის მცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების აბონენტებსაც.

დიდგორის რაიონში, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, ბეთანიის და სამადლოს მცხოვრებლებს დენი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო
შემდეგი სტატიათავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებზე – დაკავებულ ორ პირს დღეს ბრალს წაუყენებენ