თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ფაქტს კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ მეტეხში სოსო მარღიშვილი ადასტურებს. შუახნის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა. პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.მას კორონავირუსზე ტესტირება სწორედ თბილისში ჩაუტარდა.

სოსო მარღიშვილის თქმით, სოფელ მეტეხში, ინფიცირებული ქალის ოჯახში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ვინაიდან ქალბატონი თვითიზოლაციაში გასვლამდე იქ იმყოფებოდა. ამ დროისთვის, ოჯახის წევრები უკვე თვითიზოლაციაში არიან.

ამასთან, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს ინფიცირებული 48 წლის მამაკაცისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული ორი მედდის კონტაქტებიდან აღებული 14 ნიმუში, ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია საქართველოს ისტორიის დამახინჯების მორიგ მცდელობას ეხმიანება