თბილისის რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ავარიულად დაზიანებულ 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე სამუშაოებს კომპანია, 22:00 საათიდან დაიწყებს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ჩატარდება და ხვალ, დღის მეორე ნახევარში დასრულდება. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას ართულებს და დროში ახანგრძლივებს დაზიანების ადგილის სიახლოვეს გამავალი სხვადასხვა კომუნიკაციები, მათ შორის, მაღალი ძაბვის სადენები.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 22:00 საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდება:

· დიდ დიღომს, ზაჰესისა და ზემო ვეძისის დასახლებების მცირე ნაწილს, ვაშლიჯვრის, ქოშიგორისა და აშშ-ს საელჩოს დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს

· საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მათ მიმდებარე დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე რამდენიმე ქუჩას

ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, 13:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაშირამე რომ დაემართოს, ყველას გადაგაყოლებთ – ჩიორა თაქთაქიშვილი მოხუც მამაზე
შემდეგი სტატია“უცნობი” გაჩეძილაძედან “ცნობილ” ქსენოფობამდე სულ ერთი ნაბიჯია