თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 12:53

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრავას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

წინასწარი დაკავების იზოლატორთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქციას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდა.

„ეს არის პირდაპირი მესიჯი პროკურატურიდან, რომ თუ არ შეჩერდებით ყველა ღონეს ვიხმართ, რომ როგორც ზვიადი დააკავეს, ალბათ, ჩემკენაც გადმოიწევენ ცოტა ხანში,“ – განაცხადა სარალიძემ.

აქციაზე იმყოფება გიორგი ცააძის დაც. ირინა ცააძე აცხადებს, რომ ზვიად კუპრავა სიმართლის თქმას შეეწირა.

შერჩევით სამართალზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამია.

„ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში არის, რომ ერთი და იმავე, დანაშაულისთვის მინისტრი შეიძლება ჯარიმით გამოუშვა, ხოლო ზვიად კუპრავას მეგობარს მართვის მოწმობა ჩამოართვა და ამ კონტექსტის შეხსენებისთვის თავად 10 დღით დააპატიმრონ, სწორედ ამას ვაპროტესტებთ,“ – განაცხადა მარიამ გერსამიამ.

საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება მისმა ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. ადვოკატი, ლევან დავითაია აცხადებს, რომ შსს-ს მხრიდან სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეისწავლეს და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეუსაბამო განმარტებებს იძლევა ოქმთან მიმართებაშიც და სამხრე კამერის ჩანაწერთან დაკავშირებითაც.

კუპრავა ორი დღის წინ დააკავეს, როდესაც მეგობართან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. ადვოკატი კუპრავას დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებს და პოლიტიკურს უწოდებს.

„იცოდნენ თითოეული მოქმედება, რომლის გაკეთებასაც ზვიადი აპირებდა და შესაბამისად, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის, ამასთანაც არის დაკავშირებული,“ – განაცხადა დავითაიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics