თბილისის პარალელურად, დღევანდელი აქცია ბათუმშიც 18:00-ზე დაიწყება

დედაქალაქის პარალელურად, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ ბათუმშიც – გუშინ მოქალაქეებმა მთავრობის სახლის წინ კარავი გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მათი თქმით, არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც 6 საათზე დაიწყება.

“ვიკრიბებით 6 საათზე, ვიქნებით ძალიან ბევრნი. არ დავთმობთ გაყალბებას, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მოთხოვნები ყველასთვის გასაგებია, დავდგებით ქუჩაში 24 საათიან რეჟიმში”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ვარშალომიძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს, 9 ნომებერს 6 საათზე შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე: ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიამარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რკინის ბარიკადები მიიტანეს