თბილისის ნაგავსაყრელზე მამაკაცის ფერფლი იპოვეს – დაკავებულია 16 წლის გოგონა

საზარელი მკვლელობა თბილისში. ერთ-ერთ გარეუბანში, ნაგავსაყრელზე სამართალდამცველებმა მამაკაცის ფერფლი იპოვეს. ინფორმაციას ,,კურიერი” ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული და ბრალდებულია 16 წლის გოგონა, რომელიც დაკავებულია.
“კურიერის” ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა, თუმცა მკვლელობის მოტივი უცნობია. პოლიციისთვის ასევე ცნობილია, მოკლულის ვინაობაც. თუმცა ამ დროსათვის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია ისიც, რომ დამატებითი ექსპერტიზა უტარდება დნმ-ის კვალს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ
შემდეგი სტატიათურქეთში პოპულარული სოციალური ქსელები დაბლოკეს