თბილისის მუზეუმების გაერთიანება: დროებით ვწყვეტთ ღონისძიებების ჩატარებას

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას დროებით წყვეტს.

“თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროებით წყვეტს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. ვაგრძელებთ საგანმანათლებლო და საექსკურსიო მომსახურებას და ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და სხვა ეროვნული მოღვაწეების დემოკრატიული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის დაცვას ქვეყნის ევროპული გზისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი – ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით – ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს
შემდეგი სტატიაჩაკვეტაძე: რთული სანახავია, როცა ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან, შეწყდეს ძალადობა!