„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს – მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 10:33

„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს – მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან

„თბილისის მიკროავტობუსი“ მოსახლეობას მიმართავს, ფეხზე დამდგარმა არ იმგზავროს, ხოლო მძღოლები, ვინც ტრანსპორტში წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან. ამის შესახებ განცხადებას „თბილისის მიკროავტობუსი“ ავრცელებს.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩაანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით.

„თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას და ასევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით დასაქმებული მძღოლები გადიან ტესტირებას Covid19-ზე“.

„თბილისის მიკროავტობუსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 10:33