თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლიგრძელდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში -ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი,პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადისკონტროლი გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის

მერიისტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისუფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულიღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისდაცვას ემსახურება. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსიმუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს რეგულაციების მაქსიმალურიდაცვისკენ მოუწოდებს. „ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებითბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია,ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილიყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურადგააკონტროლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში აღნიშნულირეგულაციების დაცვის პროცესი. ყველაზე დატვირთულ ადგილებშიმიმდინარეობს მგზავრთა ნაკადების მართვა, შესაბამისად, თქვენშეგხვდებათ ე.წ. რიგის ბარიერები, რომელიც მგზავრთა რიგისმართვისა და კონკრეტულ სადგურებში ადამიანების დიდირაოდენობით კონცენტრაციისგან პრევენციის საშუალებას გვაძლევს.ამასთან, ხშირია, ავტობუსებში ადამიანების პირბადეების გარეშეგადაადგილების შემთხვევები, რის გამოც მგზავრთა მონიტორინგისსამსახურის თანამშრომლებს ამ ადამიანების გაფრთხილება დადაჯარიმება უწევთ. ამავე მიზეზით ავტობუსებიც აგვიანებენ გასვლას.მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავიცვათ დადგენილიწესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, -განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსრეკომენდაციით ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიხმაური ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე
შემდეგი სტატიადედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო