თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, მგზავრებს „ვაგზლის მოედნის“ დატოვება მოსთხოვეს

მეტროსადგური „ვაგზლის მოედანი“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება. როგორც მეტროსადგურის წარმომადგენლებმა მგზავრებს განუცხადეს, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება არის.

უკვე რამდენიმე წუთია პირველ ხაზზე მატარებელი გაჩერებულია. მგზავრებს შემადგენლობის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი, სადგურის დატოვების მოწოდებაც გაისმა. ამ წუთებში მგზავრები მეტროპოლიტენს ტოვებენ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ტელეკომპანია ,,პირველთან” დაკავშირებით