თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დღეს დილით გაჩერებული იყო

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე დღეს დილით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. ამის მიზეზი კი, როგორც მეტროპოლიტენში აცხადებენ, ერთი მოძრავი შემადგენლობის დაზიანება გახდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურ ნაძალადევში ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.

დაზიანებული საშუალების გადაყვანის შემდეგ კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.

მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეჩერებულა. პირველ ხაზზე კი მოძრაობა, დაახლოებით, 40-45 წუთით იყო შეფერხებული.

banner
წინა სტატიაშიპატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა
შემდეგი სტატიაწნორის რწმუნებული, რომელიც ჟუნალისტ გელა მთივლიშვილს დაუპირისპირდა, თანამდებობას ტოვებს