თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე იძებნება.

სხვადასხვა ინტერნეტპორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება
შემდეგი სტატიაGlobal Finance: თიბისის ბიზნეს აპი ევროპაში საუკეთესოა