თბილისის მერობაზე კენჭისყრას არ ვაპირებ – გიგი უგულავა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ „დაბრუნებისთვის არ იბრძვის“, ხოლო მიზეილ სააკაშვილი მის ქმედებებს სწორედ ასე აღიქვამს.

„მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მითუმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემს და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ურთიერთობები „ფუნდამენტურად მიუღებელი აღმოჩნდა“.

ყოფილი მერის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ერთი წელიც ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი,“ – აცხადებს უგულავა.

მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ მსგავს სიტუაციას პოლიტიკური ნიშნით დაჭერები მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

banner
წინა სტატიაში„მიშას გამო არ დავუჭერივარ ივანიშვილს, იმის გამო დამიჭირა რასაც ერთად ვაკეთებდით“ – უგულავა
შემდეგი სტატიასიცოცხლეს შევწირავ და ბოლომდე შევაკვდები ივანიშვილს, თუ რუსთავი2 ჩაყლაპა – გიგი უგულავა