თბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

gulis eleqsiri

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სამგორის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.

„ბინების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან დავიწყეთ და წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ფართებით უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. რამდენიმე ასეულ მილიონზე მეტის ქონებაა დღეის მდგომარეობით დაკანონებული. ესენია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართები, სადაც მოქალაქეები ათეული წლებია ცხოვრობენ. ბედნიერი ვარ, რომ მათ მიეცათ ამ ფართების საკუთრებაში მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

წინა სტატიაშისენაკში 64-ე საოლქო კომისიის შენობასთან  ხმაურია[ვიდეო]
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას