თბილისის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულს და ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ, ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაში პოსტებს როგორ გაინაწილებს
შემდეგი სტატიადუმის დეპუტატებს შოიგუსა და გერასიმოვის ნებართვის გარეშე, ომში და სამხედრო ნაწილებში სტუმრობა აეკრძალათ – მედია