თბილისის მერის ინიციატივით, კრწანისში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა
სხვა სტატიები
- ზურაბ ჯაფარიძე : მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი 16-17 წლიდან, იმ პერიოდში, როცა ინტენსიურად მოვიხმარდი, სამი დიპლომი მაქვს აღებული
- შრომის ინსპექტირების შედეგად, რიგ დაწესებულებებში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობისა და ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის შემთხვევები გამოვლინდა
- ემოციური ვიდეო – 8 წლის ქართველი ემიგრანტი დას „იავნანას“ უმღერის
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.
მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.