თბილისის მერის განცადება სამარცხვინოა – ირაკლი აბესაძე “ბავშვთა სამყაროსთან” იმყოფება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე სამარცხვინოს უწოდებს დავით ნარმანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის ზარალზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს. აბესაძის თქმით ხელისუფლების ინსტიქტად იქცა პრობლემებისგან გარიდება.
„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს პირველადი პრობლემები სწრაფად გადაუწყდეთ. ეს არის მინიმალური კომპენსაცია იმისთვის რომ ამ ადამიანებს, ყოველდღიური ყოფის პრობლემა არ ქონდეთ, ალტერნატიული სავაჭრო ფართის გამოძებნა, ბანკებთან ურთიერთობებაში დახმარება. ის პოზიცია რაც დღეს თბილისის მერმა დააფიქსირა, რომ ეს ადმინისტრაციის კერძო დავაა, არის ძალიან სამარცხვინო. ამ ხელისუფლების ინსტიქტად იქცა პრობლემებისგან გარიდება, გვერდზე გადგომა და გარედან ყურება თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები. ვეცდებით რომ ამ შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს და ყველანაირად დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომ ხელისუფლებამ სათანადო დახმარება გაუწიოს“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად მეხანძრე დაშავდა
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია სატრანსპორტო საკითხების განხილვა