თბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს

მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში იფუნქციონირებს

თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური, საზოგადოებისსაჭიროებებიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისსხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სამსახურის თანამშრომელს, რომელიცთბილისსა და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურება.

„საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენშემდეგი სამსახურები: მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია,ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა დასოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. ვიცით, რომ ზოგადად, ბევრადამიანს ესაჭიროება ამ მიმართულებით მხარდაჭერა და ამიტომ, აღნიშნულისამსახურები გააგრძელებენ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ასევე, მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთამონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ისთანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმისმქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების დაპარკინგის) ფუნქციონირებას; ,,თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები,რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟექსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობებისმართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარებისსააგენტოს” ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზისსაშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას; „თბილისისგანვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალურიმზრუნველობის სააგენტო“. მინდა ყველა აღნიშნული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადოიმისთვის, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან თბილისს და თბილისელებს 24-საათიან რეჟიმში ემსახურონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლითდღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მაჭავარიანის ქუჩის სავალი ნაწილი ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების საბოლოო შეჩერებისა და სრული სტაბილურობის მიღწევის შედეგად გაიხსნება
შემდეგი სტატიაპოლიციამ კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა