თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის მერიის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” აქციის სავარაუდოდ სამი მონაწილე დააკავეს. დაკავება პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და შავი ფერის ”ჯიპში” მჯდომ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ნიკა მელია აღნიშნულ მანქანაში მჯდომ პირებს მხარდამჭერებთან ერთად მიუვარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

მელიას თქმით, აღნიშნული პირები არიან სუს-ის თანამშრომლები და სწორედ ამ მანქანიდან გაცემულ ბრძანებებს ასრულებენ სამართალდამცველები.

ამ წუთებში შარტავას ქუჩა ფაქტობრივად სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. ტროტუარზე საპატრულო პოლიციას ჯაჭვი აქვს გაკეთებული და აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე არ უშვებენ.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა
შემდეგი სტატიანიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი