თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში საფესტივალო დღე გაიმართება.

„9 ივლისს, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკში პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, ილუსტრატორთა კუთხე, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები გაიმართება. სპორტული ნაწილი მინი გოლფით, მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი ჩატარდება. საფესტივალო დღეს დიჯეი Salien დაასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფესტივალი თბილისის უბნებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

„ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მსგავსი პროექტების განხორციელება მომღერლების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ისინი პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს შევთავაზებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიქართული მედიის დამსახურებაა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს, ეს მოგებული ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომებს, იგებენ საზოგადოებები – გვარამია
შემდეგი სტატიაჩვენ არ გავყვებით „ქართული ოცნების“ გეგმას, რომელიც დროის გაწელვის გეგმა და სიცრუის გზაზე დადგომაა – გოცირიძე