თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და სხვა თანამშრომლებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია.ამის მიუხედავად, სავარაუდო კონტაქტში მყოფ პირებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და ამ დროისთვის ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

“შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და თვითიზოლაციაში გადავიდნენ სავარაუდო კონტაქტში მყოფი პირები. ამ ადამიანს უშუალო შეხება არ ჰქონია არც თანამშრომლებთან და არც მოქალაქეებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა, ჩვენ მაინც ჩავუტარეთ ტესტირება სავარაუდო კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში ტენდენციის, პოლიტიკური თავისუფლებების და განვითარების თვალსაზრისით, ვითარების ამ ტიპის მძიმე შეფასება არ მახსენდება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი