თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ანგარიში წარმოადგინა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმაპირველი კვარტლის ანგარიში წარმოადგინა

თბილისის მერიის ჯანდაცვისადასოციალურიმომსახურებისსაქალაქოსამსახური 2016 წლისპირველ კვარტალში ადმინისტრირებასუწევდაჯანდაცვისადასოციალურიმომსახურების31პროგრამას, რომელთა განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო.

2016წელს ჯანდაცვის მიმართულებით სამიახალიპროგრამა ამოქმედდა, კერძოდ,„ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებისა“ და „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიისმკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში 36 პაციენტი ძვირადღირებული პრეპარატ „ჰერცეპტინით“ დაფინანსდა.

პირველ კვარტალში „აუტიზმისსპექტრისდარღვევისმქონებავშვთარეაბილიტაცის“ ქვეპროგრამით 386 ბავშვს დაუფინანსდა აღდგენითი თერაპიის 20 ინდივიდუალური სეანსი.„C ჰეპატიტითდაავადებულპირებშიმკურნალობისტაქტიკისგანსაზღვისთვისსაჭიროკვლევებისდაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო 4 428-მა პირმა, „40 წლამდეასაკის პაციენტებშიძვლისტვინისტრანსპლანტაციისქვეპროგრამის“ ფარგლებში5 პაციენტი დაფინანსდა (2 ტრანსპლანტაცია და 3 კვლევა).„ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის“ ქვეპროგრამის ფარგლებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი ჩაუტარდა 13 ათას ბავშვს და მოზარდს.
სხვა პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია:
 2016 წლის პირველ კვარტალში„დაავადებათა სკრინინგისქვეპროგრამის“ ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაიტარა11 ათასზე მეტმაპირმა.
 „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში67784 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 66 534 გრიპსა და გრიპის მსგავს ინფექციებზე მოდის.
 „ნარკომანიის ჩანაცვლებითითერაპიის ქვეპროგრამით“ყოველთვიურად სარგებლობს არაუმეტეს 265ბენეფიციარისა.

რაც შეეხება სოციალური მიმართულებითმიმდინარე რიგ ქვეპროგრამას,2016 წლის პირველ კვარტალში:

 „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამით“500 ლარიანიდახმარება მიიღო 277-მა ბავშვმა.
 „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 14 პროექტი დაფინანსდა;
 „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში 1000 ლარიანი დახმარება 20-მა ხანდაზმულმა მიიღო.
 „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში,შესაბამისად 800, 1000 და 1500 ლარით 80 ბენეფიციარი დაფინანსდა.
 „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებშიყოველთვიური 50 ლარიანი დახმარებასაშუალოდ 12 200-მა ბავშვმა მიიღო.
 „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით“საშუალოდ 1 900 ბავშვი დაფინანსდა.
 „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით“ საშუალოდ 2 500 ბავშვი დაფინანსდა.
 „სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლებისქვეპროგრამით“ საშუალოდ 1 380 ბავშვი დაფინანსდა.
 „შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის“ბენეფიციარი საშუალოდ 800პირი იყო.
 „კომუნალური სუბსიდირების პროგრამით“ ელ.ენერგიის გადასახადის სუბსიდია 391 350-მა მომხმარებელ/აბონენტმა მიიღო, დასუფთავების – 318 ათასამდე აბონენტმა, ხოლო წყლის – 331 ათასზე მეტმააბონენტმა, რასაც საშუალოდ 34 679 აბონენტისთვის ფულადი ნაწილის დარიცხვა დაემატა.
 „სერვისცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადება (ინიციალიზაციის) ქვეპროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე დაახლოებით 18 ათასი ბარათი გაიცა.
 „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში, 3 864 135 ლარი გაიცა, აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195, ხოლო საზღვარგარეთ – 372 940 ლარი. სულ, შემოვიდა 8 127 განაცხადი, საიდანაც 8 049 ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა.

banner
წინა სტატიაში“გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება” – მიხეილ გიორგაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი კასპის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო