თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება.

„წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დრომდე, ლევან ნაროუშვილი გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

წინა სტატიაშითბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს
შემდეგი სტატიასარჯველაძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე – რელევანტური არ მგონია და ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას