თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელ Eurodesk-ში გაწევრიანდა

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში – Eurodesk გაწევრიანდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს გაწევრიანებას, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს.

Eurodesk არის ევროკავშირის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების, სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს. ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში.

Eurodesk საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით (ახალგაზრდული ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სტუდენტური ასოციაციები ა.შ). საქართველო იქნება 36-ე ქვეყანა, სადაც Eurodesk ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი და რომლის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრთან ერთად.

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სასამართლომ, არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაზალკალიანი – რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია