თბილისის მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული 6 პირიდან 1 გამართლდა, 5 კი დაჯარიმდა

თბილისის მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული 6 პირიდან 1 გამართლდა, დანარჩენებს კი ჯარიმა დაეკისრათ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და აქტივისტების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

6 ადამიანი სამართალდამცავებმა 2 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშივაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება, გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით კი გზა გაფართოვდება
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა