თბილისის მერიასთან აქცია დასრულდა

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.  აქციის მონაწილეები ხვალ, 09:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან მერიასთან, ”რათა თბილისის მცხოვრებლების უფლებები დაიცვან”.

ტერიტორიას ტოვებენ ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც აქციის მსვლელობისას პერიმეტრზე იმყოფებოდნენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ბოტანიკური ბაღის მიერ გასხვისებული 4 ჰექტარი მიწის ბოტანიკური ბაღისათვის შენარჩუნებას. ასევე კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გაგრძელებას და აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების შეჩერებას.

banner
წინა სტატიაში,, MAP-ი საქართველოს დღის წესრიგი არაა, ის უკვე წარსულია”
შემდეგი სტატია(video) სოციალურად დაუცველთა პროგრამა არის ხარვეზიანი – დიმიტრი ხუნდაძე